ანგილია

ანგილია
ინგლ. Anguilla
ანგილია
ანგილია
დევიზი: «Strength and Endurance»
ჰიმნი: «God Save the Queen»
ანგილია მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ვალი
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონაქრია
 -  მეფე ჩარლზ III
 -  გუბერნატორი უილიამ ალისტერ ჰარისონი
ფართობი
 -  სულ 91 კმ2 
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 13 600 (212)
 -  სიმჭიდროვე 132 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $108.9 მილიონი 
 -  ერთ მოსახლეზე $8800 
ვალუტა აღმოსავლეთ კარიბული დოლარი
დროის სარტყელი UTC-04:00
Internet TLD .ai
სატელეფონო კოდი 1

ანგილია (ინგლ. Anguilla) — დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში და არის მცირე ანტილის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძული. შედგება კუნძულ ანგილიას და პატარა კუნძულებისა და რიფებისგან. კუნძულის სიგრძე არის დაახლოებით 26 კმ (16 მილი), ხოლო სიგანე 5 კმ (3,1 მილი). ანგილიას ადმინისტრაციული ცენტრია, ქალაქი ვალი. კუნძულის ფართობი შეადგენს 91 კმ²-ს (35 კვ. მილი),[1] ცხოვრობს დაახლოებით 13 500 ადამიანი (2006 აღწერით).

ანგილიას პირველ მოსახლეები იყვნენ ამერინდის ტომელები. ისინი სამხრეთ ამერიკიდან იყვნენ წამოსული. ანგილიაში აღმოჩენილი უძველესი ნაშთები დათარიღდა დაახლოებით ძვ. წ 1300 წლით, ხოლო კუნძულზე ამერინდების ინტენსიური დასახლება დაიწყო ძვ. წ 600 წელიდან. [2] ევროპული აღმოჩენის თარიღი გაურკვეველია: ზოგიერთი წყაროს თქმით, კოლუმბმა აღმოაჩინა ეს კუნძული 1493 წელს, ზოგნი აცხადებენ, რომ კუნძული საფრანგეთმა აღმოაჩინა 1564 ან 1565 წლებში.[3] სახელი ანგილია მომდინარეობს სიტყვა „eel“-დან სხვადასხვა რომანულ ენაზე ეს სიტყვა ასე ჟღერს (თანამედროვე ესპანურად: anguila; ფრანგული: anguille; იტალიური: anguilla).

ანგილია კუნძულ სენტ-კიტსისთან ერთად პირველად დაასახლეს ინგლისელებმა, კოლონიზაცია დაიწყო 1650 წლიდან საფრანგეთმა 1666 წელს დროებით დაიბრუნა კუნძული, თუმცა ბრედას ხელშეკრულებით ანგილია ისევ ინგლისელები კონტროლს დაუბრუნდა. მოგვიანებით კუნძულზე ევროპელებმა აფრიკიდან მონების ჩაყვანა დაიწყეს. ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ აფრიკელ მონებს ამ რეგიონში ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან უცხოვრიათ. მაგალითად, სენეგალელი მონების დასახლება წმინდა ქრისტეფორის (დღეს წმინდა-კიტსი) კუნძულზე 1626 წლიდან დაიწყო. ანგილიას კუნძულზე აფრიკელების ჩასვლის ზუსტად არ არის ცნობილი.

1967 წელს ბრიტანეთმა სენტ-კიტსი და ნევისს სრული შიდა ავტონომია მიანიჭა. ანგილია გაერთიანდა სენტ-კიტსთან და ნევისთან. 1967 და 1969 წლებში კუნძულზე მოხდა ორი აჯანყება (ანგილის რევოლუცია), რომელსაც მეთაურობდა რონალდ ვებსტერი. კუნძულმა დამოუკიდებლობა სენტ-კინსტისგან და ნევისისგან გამოაცხადა, ეს იყო ხანმოკლე პერიოდი ანგილიას ისტორიაში. 1971 წელს ბრიტანეთის ხელისუფლება მთლიანად აღადგინა ძველი ვითარება, კუნძული კვცლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შევიდა. 1980 ანგილას საბოლოოდ მიენიჭა დამოუკიდებელი უფლებები და გახდა ბრიტანეთის ოკეანის ტერიტორია.

ანგილა არ გვხვდება მთები, ტერიტორია მთლიანად დაბლობს უჭირავს. კუნძული მდებარეობს კარიბის ზღვაში, პუეტო-რიკოს აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული სენ-მარტენი, რომლისაგანაც გამოყოფილია ანგილიის სრუტის მეშვეობით. ნიადაგის საფარი საკმაოდ ღარიბია.

ანგილია აქვს მნიშვნელოვანი მარჯნის რიფი. გარდა ძირითადი კუნძულ ანგილიისა, ტერიტორია მოიცავს რამდენიმე სხვა მცირე კუნძულს და რიფს, ესენია:

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2010-05-15.
  2. Caribbean Islands, Sarah Cameron (Footprint Travel Guides), p. 466 (Google Books)
  3. Anguilla's History დაარქივებული 2007-09-25 საიტზე Wayback Machine. , Government of Anguilla website