ივანე ენიკოლოფოვი

ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფოვი (ენაკოლოფაშვილი; დ. 31 აგვისტო, 1888, თბილისი, — გ. 6 ივლისი, 1980, იქვე) — ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი. საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი (1963).

1910-იან წლებში მსახურობდა თბილისის გუბერნატორის კანცელარიაში. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა რუსეთის არმიაში. 1922 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ არქივში. 1929-1962 წლებში მუშაობდა მთაწმინდისა და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების დირექტორად. მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი. ავტორია მრავალი გამოკვლევისა ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე.

  • ლ. ნ. ტოლსტოი საქართველოში. - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1980. - 99გვ.
  • მთაწმინდის პანთეონი. - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1972. - 58გვ.
  • ცხოვრება გრიბოედოვისა. - თბილისი, საბლიტგამი, 1958. - 175გვ
  • А. С. Грибоедов в Грузии и Персии: Историко-биографический очерк. — Тифлис: Заккнига, 1929. — 208 с.: ил., портр.
  • Грибоедов А. С. Путевые записки: Кавказ-Персия / А. С. Грибоедов; Предисл. и примеч. к тексту И. К. Ениколопова; Общ. ред. проф. Н. К. Пиксанова; Илл. худож. В. Кроткова. — Тифлис: Заккнига, 1932. — 91 с. — 3000 экз. (в пер.)
  • Пушкин на Кавказе. — Тбилиси: Заря Востока, 1938. — 190 с.
  • Поэт Мирза-Шафи. — Баку: Изд-во АзФАН СССР, 1938.
  • Пушкин в Грузии. — Тбилиси: Заря Востока, 1950. — 132 с.
  • Грибоедов в Грузии / Под ред. О. Поповой. — Тбилиси: Заря Востока, 1954. — 160 с. 10 000 экз.
  • Лев Николаевич Толстой в Грузии. — Тбилиси: Заря Востока, 1962. — 84 с. 10 000 экз.
  • Грибоедов и Восток. — Ереван: Айастан, 1974. 160 с. 5000 экз.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 12.
  • ივანე ენიკოლოფოვი: ნეკროლოგი, „ლიტერატურული საქართველო“ № 28 (2205), 11 ივლისი, 1980. — გვ. 4.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]