მეაბჯრეთუხუცესი

მეაბჯრეთუხუცესი — სამხედრო უწყების მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მეაბჯრეთუხუცესი აბჯარ-საჭურვლის მთავარი გამგე, მეაბჯრეთა უფროსი იყო და ამილახორს ემორჩილებოდა. სამოხელეო ნიშნად მას „ჴრმალი“ ეკუთვნოდა. მეფის კურთხევის დროს მეაბჯრეთუხუცესი „ჴრმალ-შემორტზმული“ იყო და მეფის აბჯრის მტვირთველის მოვალეობას ასრულებდა (ეჭირა სამეფო ფარი, ლახტი და ქარქაში).

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 151-155;