პალესტინის სახელმწიფო

პალესტინის სახელმწიფო
الجمهورية,اللبنانية
პალესტინა
პალესტინის
დევიზი: თავისუფლება, დემოკრატია, ერთიანობა
ჰიმნი: Biladi 1996-დან; Mawtiny 1936-1995
პალესტინის მდებარეობა
დედაქალაქიიერუსალიმი (ოფიციალური)
რამალა და ღაზა (ადმინისტრაციული)
31°47′ ჩ. გ. 35°13′ ა. გ. / 31.783° ჩ. გ. 35.217° ა. გ. / 31.783; 35.217
უდიდესი ქალაქი ღაზა
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი
 -  პალესტინის პარლამენტის სპიკერი სალიმა ალ-ზანუნი
ფართობი
 -  სულ 6 020 კმ2 
მოსახლეობა
 -  2023 შეფასებით 5 483 450[1] (121-ე)
 -  სიმჭიდროვე 731 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2023 შეფასებით
 -  სულ $36.391 მილიარდი[2] (138)
 -  ერთ მოსახლეზე $6642 (140)
აგი (2021) 0,715[3] (საშუალო) (106-ე)
ვალუტა იორდანული დინარი,
ეგვიპტური ფუნტი
ისრაელის ახალი შეკელი (JOD, EGP, ILS)
დროის სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი PS
Internet TLD .ps
სატელეფონო კოდი +970

პალესტინის სახელმწიფო (არაბ. دولة فلسطين, ინგლ. State of Palestine) — ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში ეროვნული საბჭოს სხდომაზე. ის არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი და აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.

სახელმწიფო შედგება ორი ერთმანეთისაგან დაშორებული ტერიტორიისაგან, რომლის ერთი ნაწილი მდებარეობს იორდანიის საზღვართან – მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი ფართით 5655 კმ² და მოსახლეობით 3 256 906 ად. (2023 წ.), ხოლო მეორე ნაწილი ეგვიპტის საზღვართან – ღაზის სექტორი ფართით 365 კმ² და მოსახლეობით 2 226 544 ად. (2023 წ.).

2011 წლის 23 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა[4].

2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა[5].

2013 წლის 6 იანვარს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა[6][7].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]