საპროტესტო გამოსვლები საქართველოში (2011)
საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, 2011 წლის მაისში — საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. აქციებს ძირთადად მიტინგის სახე ჰქონდათ და მიმდინარეობდა 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მის დარბევამდე. 26 მაისის აქციის დაშლისას დაიღუპა 2 ადამიანი.[1]
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაემიჯნა, ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად კოორდინირებული მოქმედებებისკენ მოუწოდა დანარჩენებს. მათ შორის იყვნენ: დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო, ეროვნული ფორუმი. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიამ. საარჩევნო ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ განცხადებით, არჩევნების ბოიკოტირებამ „ნიჰილიზმი“ გააღვივა ამომრჩევლებში, რამაც განაპირობა მათი პასიურობა.[2]
არჩევნების შემდეგ, რომელშიც უმრავლესობით ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აქტიური კონსულტაციები გაიმართა ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მაშინდელმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური ძალებს "გაერთიანებისკენ“ მოუწოდეს.[3][4] მეორე მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მიერ სექტემბერში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ე. წ. „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ ფორმირება დაიწყო[5], როგორც „საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანოსი“, რომლის მიზნადაც არსებული ხელისუფლების შეცვლა დასახეს ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით. ამ იდეას აქტიურად დაუჭირა მხარი დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. საინიციატივო ჯგუფმა „სახალხო კრების“ თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა.[6] იმავდროულად, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით გრძელდებოდა კონსულტაციები ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესაქმნელად [7], რომლის შედეგადაც ოქტომბერში დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება ქართული პარტია.[8]
2010 წლის ნოემბერში, „სახალხო კრებას“ შეუერთდნენ: ბლოკი „ეროვნული საბჭო“, ეროვნული ფორუმი და ქალთა პარტია.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- rstudioproduction. (2011) აქციის დარბევა - 26.05.2011. ვედეოქრონიკა. Youtube. ციტირების თარიღი: 2011.
- ნინო თარხნიშვილი. (2011) მსხვერპლით დასრულებული აქციის ქრონიკა. სტატია. რადიო „თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 2011.
- ეკა ქევანიშვილი. (2011) დამოუკიდებლობის 20 წლისთავი. სტატია. რადიო „თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 2011.
- ეკა ქევანიშვილი. (2011) დამოუკიდებლობის 20 წლისთავისა და აქციის დარბევის კვირა. სტატია. რადიო „თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 2011.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ორი ადამიანია გარდაცვლილი აქციის დაშლის შემდეგ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , სივილ ჯორჯია. 26 მაისი, 2011.
- ↑ „ოპოზიციის ნაწილი ვადამდელი არჩევნების საჭიროებაზე საუბრობს“. სივილ ჯორჯია. 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „ნოღაიდელი ოქრუაშვილს შეხვდა“. სივილ ჯორჯია. 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „ნოღაიდელი და ოქრუაშვილი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ“. სივილ ჯორჯია. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „ხვალ გადაწყდება "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" ჩატარების თარიღი“. საინფორმაციო სააგენტო მმს. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს ჩატარდება“. უახლესი ამბების პორტალი OnlineNews.GE. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „სახალხო კრება 25 ნოემბრისთვის დაიგეგმა“. სივილ ჯორჯია. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება) - ↑ „"ქართული პარტია" ოფიციალურად დაფუძნდა“. უახლესი ამბების პორტალი OnlineNews.GE. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ „"სახალხო კრებას" ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა“. სივილ ჯორჯია. 2010. ციტირების თარიღი: 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება);|publisher=
-ში არის გარე ბმული (დახმარება)