უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
დაარსდა | 1955 (1992 წლიდან ახლანდელ ფორმატში) |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა | 32 (ჯგუფური ეტაპი) 78 ან 79 (სულ) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | „რეალ მადრიდი“ (15-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2023-2024 |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (ინგლ. UEFA Champions League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1955 წლიდან. ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირია ევროპაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი – ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიება მსოფლიოში[1]. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი მონაწილეობს უეფა-ს სუპერთასის მატჩში და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში.
1955–92 წლებში ტურნირს ეწოდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასი და მასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები. 1992–93 წლების სეზონიდან ტურნირმა ახლანდელი სახელწოდება მიიღო. 1990-იან წლებში ფორმატი რამდენიმეჯერ შეიცვალა: თანდათანობით, დაემატა საკვალიფიკაციო რაუნდები, ჯგუფური ეტაპი. ევროპის წამყვანი, ძლიერი ლიგებიდან კი 3 ან 4 გუნდი მონაწილეობს ტურნირზე.
სულ, ჩემპიონთა ლიგა 23 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[2]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „რეალ მადრიდი“, რომელმაც 14-ჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული.
პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თასი და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წლამდე არსებული წესის მიხედვით, კლუბი რომელიც მოიგებდა ტურნირს ზედიზედ სამჯერ, ან ჯამში მეხუთედ, სამუდამოდ იტოვებდა ჩემპიონთა თასს. ასეთი პატივი 5 გუნდს ხვდა წილად: „რეალ მადრიდს“ მეექვსე გამარჯვების შემდეგ 1966 წელს, ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L'Équipe-მა გადასცა კლუბს ორიგინალი თასი[3], „აიაქსს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1973 წელს, „ბაიერნს“ ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ 1976 წელს, „მილანს“ მეხუთე გამარჯვების შემდეგ 1994 წელს და „ლივერპულს“, მეხუთე გამარჯვების შემდეგ 2005 წელს.
2009 წლიდან თასს, რომელიც ყოველ წელს წარმოდგენილია დაჯილდოების ცერემონიალზე, ყოველთვის იტოვებს უეფა. ორიგინალი თასის სრული ზომის ასლი კი გადაეცემა გამარჯვებულ კლუბს.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის წარმოდგენილია 40 ოქროს მედალი და 40 ვერცხლის მედალი მეორე ადგილზე გასულთათვის[4].
საპრიზო თანხა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016–17 წლების სეზონის მიხედვით, უეფა აჯილდოებს 2 მილიონი ევროთი ყველა პლეი-ოფში გასულ გუნდს. ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის გუნდი ჯილდოვდება 12.7 მილიონი ევროთი. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 1.5 მილიონ ევროდ, ფრე 500 000 ევროდ. გარდა ამისა, პირველ სანოკაუტო რაუნდამდე მიღწევაში უეფა კლუბს 6 მილიონ ევროს უხდის, ყველა მეოთხედფინალისტს — 6.5 მილიონ ევროს, ნახევარფინალისტს — 7.5 მილიონ ევროს, 11 მილიონი ევრო მეორე ადგილზე გასულს, ხოლო გამარჯვებულს — 15.5 მილიონი ევრო.[5]
- პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: €220,000
- მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: €320,000
- მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა: €420,000
- პლეი-ოფიდან გამოვარდნა: €3,000,000
- პლეი-ოფში გამარჯვება: €2,000,000
- ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: €12,700,000
- ჯგუფური მატჩის მოგება: €1,500,000
- ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: €500,000
- 1/16 ეტაპი: €6,000,000
- 1/4 ფინალი: €6,500,000
- ნახევარფინალი: €7,500,000
- ფინალისტი: €11,000,000
- ჩემპიონი: €15,500,000
ფინალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატისტიკა და რეკორდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლუბი | გამარჯვებული | ფინალისტი | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|---|---|
რეალ მადრიდი | 15 | 3 | 1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966, 1998, 2000, 2002, 2014, 2016, 2017, 2018, 2022, 2024 | 1962, 1964, 1981 |
მილანი | 7 | 4 | 1963, 1969, 1989, 1990, 1994, 2003, 2007 | 1958, 1993, 1995, 2005 |
ბაიერნი | 6 | 5 | 1974, 1975, 1976, 2001, 2013, 2020 | 1982, 1987, 1999, 2010, 2012 |
ლივერპული | 6 | 4 | 1977, 1978, 1981, 1984, 2005, 2019 | 1985, 2007, 2018, 2022 |
ბარსელონა | 5 | 3 | 1992, 2006, 2009, 2011, 2015 | 1961, 1986, 1994 |
აიაქსი | 4 | 2 | 1971, 1972, 1973, 1995 | 1969, 1996 |
ინტერი | 3 | 3 | 1964, 1965, 2010 | 1967, 1972, 2023 |
მანჩესტერ იუნაიტედი | 3 | 2 | 1968, 1999, 2008 | 2009, 2011 |
იუვენტუსი | 2 | 7 | 1985, 1996 | 1973, 1983, 1997, 1998, 2003, 2015, 2017 |
ბენფიკა | 2 | 5 | 1961, 1962 | 1963, 1965, 1968, 1988, 1990 |
ჩელსი | 2 | 1 | 2012, 2021 | 2008 |
ნოტინგემ ფორესტი | 2 | 0 | 1979, 1980 | |
პორტუ | 2 | 0 | 1987, 2004 | |
ბორუსია დორტმუნდი | 1 | 2 | 1997 | 2013, 2024 |
სელტიკი | 1 | 1 | 1967 | 1970 |
ჰამბურგი | 1 | 1 | 1983 | 1980 |
სტიაუა | 1 | 1 | 1986 | 1989 |
მარსელი | 1 | 1 | 1993 | 1991 |
მანჩესტერ სიტი | 1 | 1 | 2023 | 2021 |
ფეიენოორდი | 1 | 0 | 1970 | |
ასტონ ვილა | 1 | 0 | 1982 | |
პსვ | 1 | 0 | 1988 | |
ცრვენა ზვეზდა | 1 | 0 | 1991 | |
ატლეტიკო მადრიდი | 0 | 3 | 1974, 2014, 2016 | |
რეიმსი | 0 | 2 | 1956, 1959 | |
ვალენსია | 0 | 2 | 2000, 2001 | |
ფიორენტინა | 0 | 1 | 1957 | |
აინტრახტი ფრანკფურტი | 0 | 1 | 1960 | |
პარტიზანი | 0 | 1 | 1966 | |
პანათინაიკოსი | 0 | 1 | 1971 | |
ლიდზ იუნაიტედი | 0 | 1 | 1975 | |
სენტ-ეტიენი | 0 | 1 | 1976 | |
ბორუსია მენხენგლადბახი | 0 | 1 | 1977 | |
ბრიუგე | 0 | 1 | 1978 | |
მალმიო | 0 | 1 | 1979 | |
რომა | 0 | 1 | 1984 | |
სამპდორია | 0 | 1 | 1992 | |
ბაიერ 04 ლევერკუზენი | 0 | 1 | 2002 | |
მონაკო | 0 | 1 | 2004 | |
არსენალი | 0 | 1 | 2006 | |
ტოტენჰემი | 0 | 1 | 2019 | |
პსჟ | 0 | 1 | 2020 |
ქვეყნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი გამარჯვებული ესპანეთს ჰყავს. ესპანურმა გუნდებმა 20-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოგება და 11-ჯერ ფინალში დამარცხდნენ. ინგლისის გუნდებმა 15-ჯერ მოახერხეს გამარჯვება. სულ 10 ქვეყნის გუნდებმა მოახერხეს ჩემპიონთა თასის მოპოვება.
ქვეყანა | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
ესპანეთი | 20 | 11 |
ინგლისი | 15 | 11 |
იტალია | 12 | 17 |
გერმანია | 8 | 11 |
ნიდერლანდები | 6 | 2 |
პორტუგალია | 4 | 5 |
საფრანგეთი | 1 | 6 |
იუგოსლავია | 1 | 1 |
რუმინეთი | 1 | 1 |
შოტლანდია | 1 | 1 |
ბელგია | 0 | 1 |
საბერძნეთი | 0 | 1 |
შვედეთი | 0 | 1 |
ქალაქების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი | გამარჯვებული | ფინალისტი |
---|---|---|
მადრიდი | 15 | 6 |
მილანი | 10 | 7 |
მიუნხენი | 6 | 5 |
ლივერპული | 6 | 4 |
ბარსელონა | 5 | 3 |
მანჩესტერი | 4 | 3 |
ამსტერდამი | 4 | 2 |
ტურინი | 2 | 7 |
ლისაბონი | 2 | 5 |
ნოტინგემი | 2 | 0 |
ლონდონი | 2 | 3 |
პორტუ | 2 | 0 |
გლაზგო | 1 | 1 |
ჰამბურგი | 1 | 1 |
ბუქარესტი | 1 | 1 |
ბელგრადი | 1 | 1 |
მარსელი | 1 | 1 |
დორტმუნდი | 1 | 2 |
როტერდამი | 1 | 0 |
ბირმინგემი | 1 | 0 |
ეინდჰოვენი | 1 | 0 |
რეიმსი | 0 | 2 |
ვალენსია | 0 | 2 |
ფლორენცია | 0 | 1 |
ფრანკფურტი | 0 | 1 |
ათენი | 0 | 1 |
ლიდზი | 0 | 1 |
სენტ-ეტიენი | 0 | 1 |
მენხენგლადბახი | 0 | 1 |
ბრიუგე | 0 | 1 |
მალმე | 0 | 1 |
რომი | 0 | 1 |
გენუა | 0 | 1 |
ლევერკუზენი | 0 | 1 |
მონაკო | 0 | 1 |
პარიზი | 0 | 1 |
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[6]
პოზიცია | ეროვნება | მოთამაშე | მატჩი | წლები | კლუბები |
---|---|---|---|---|---|
1 | კრიშტიანუ რონალდუ | 183 | 2003–2022 | მანჩესტერ იუნაიტედი (59), რეალ მადრიდი (101), იუვენტუსი (23) | |
2 | იკერ კასილიასი | 177 | 1999–2019 | რეალ მადრიდი (150), პორტუ (27) | |
3 | ლიონელ მესი | 163 | 2005–2023 | ბარსელონა (149), პარი სენ-ჟერმენი (14) | |
4 | ქარიმ ბენზემა | 152 | 2006–2023 | ლიონი (19), რეალ მადრიდი (133) | |
5 | ტონი კროოსი | 151 | 2008–2024 | ბაიერნი (41), რეალ მადრიდი (110) | |
თომას მიულერი | 2009– | ბაიერნი | |||
შავი ერნანდესი | 1998–2015 | ბარსელონა | |||
8 | სერხიო რამოსი | 142 | 2005–2023 | რეალ მადრიდი (129), პარი სენ-ჟერმენი (8), სევილია (5) | |
რაული | 1995–2011 | რეალ მადრიდი (130) შალკე 04 (12) | |||
10 | რაიან გიგზი | 141 | 1993–2014 | მანჩესტერ იუნაიტედი |
მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.
ყველაზე მეტი გოლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიცავს საკვალიფიკაციო მატჩებს[7]
პოზიცია | ეროვნება | მოთამაშე | გოლი | მატჩი | წლები | კლუბები (გოლი) |
---|---|---|---|---|---|---|
1 | კრიშტიანუ რონალდუ | 140 | 183 | 2003–2022 | მანჩესტერ იუნაიტედი (21), რეალ მადრიდი (105),იუვენტუსი (14) | |
2 | ლიონელ მესი | 129 | 163 | 2005–2023 | ბარსელონა (120), პარი სენ-ჟერმენი (9) | |
3 | რობერტ ლევანდოვსკი | 94 | 120 | 2011– | ბორუსია დორტმუნდი (17), ბაიერნი (69), ბარსელონა (8) | |
4 | ქარიმ ბენზემა | 90 | 152 | 2005–2023 | ლიონი (12) რეალ მადრიდი (78) | |
5 | რაული | 71 | 142 | 1995–2011 | რეალ მადრიდი (66) შალკე 04 (5) | |
6 | რუდ ვან ნისტელროი | 56 | 73 | 1998–2009 | პსვ (8), მანჩესტერ იუნაიტედი (35), რეალ მადრიდი (13) | |
თომას მიულერი | 54 | 151 | 2009– | ბაიერნი | ||
7 | ტიერი ანრი | 50 | 112 | 1997–2012 | მონაკო (7), არსენალი (35), ბარსელონა (8) | |
8 | ალფრედო დი სტეფანო | 49 | 58 | 1955–1964 | რეალ მადრიდი | |
9 | კილიან მბაპე | 48 | 73 | 2016– | მონაკო (6), პარი სენ-ჟერმენი (42) | |
ანდრეი შევჩენკო | 48 | 100 | 1994–2012 | დინამო კიევი (15), მილანი (29), ჩელსი (4) | ||
ზლატან იბრაჰიმოვიჩი | 48 | 124 | 2001–2021 | აიაქსი (6), იუვენტუსი (3), ინტერი (6), ბარსელონა (4), მილანი (9), პარი სენ-ჟერმენი (20), მანჩესტერ იუნაიტედი (0) |
მუქი შრიფტით მოცემულია მოქმედი ფეხბურთელები.