H

ლათინური ასო „H“
Hh
სახელწოდება
H:
LATIN CAPITAL LETTER H
h:
LATIN SMALL LETTER H
უნიკოდი
H:
U+0048
h:
U+0068
HTML-კოდი
H:
H ანH
h:
h ან h
ასო „H-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „H“

H, hლათინური ანბანის მერვე ასო. სემიტური ასო ח (ḥêṯ) შესაძლოა წარმოადგენდა უხმო ფარინგულ (IPA /ħ/). ასოს ფორმა სავარაუდოდ ღობეს აღნიშნავდა. ადრეული ბერძნული H ნიშნავდა /h/, მაგრამ მოგვიანებით ეს ასო, ეტა (Η, η), გახდა გრძელი ხმოვანი /ɛː/. (თანამედროვე ბერძნულში ეს ფონემი შეერწყა /i/, მსგავსად ინგლისურისა, სადაც EA /ɛː/ და EE /eː/ ორივე გამოითქმის როგორც /i:/.)

ეტრუსკულს და ლათინურს ჰქონდა /h/ როგორც ბგერა, მაგრამ რომანულ ენებში ეს ხმა დაიკარგა — რუმინულმა მოგვიანებით ხელახლა ითხოვა ეს /h/ ბგერა მისი მეზობელი სლავური ენებისგან, ესპანურმა მეორეული /h/ განავითარა F-გან, შემდეგ ისევ დაკარგა, და კასტილიურმა /x/ განავითარა [h] ბგერა ზოგიერთ ესპანურენოვან ქვეყნებში. გერმანულში, h ტიპურად გამოიყენება როგორც ხმოვნის გამგრძელებელი, ისევე როგორც ბგერა /h/. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ /h/ ხანხახან იკარგება ხმოვნებს შორის გერმანულში, თუმცა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რომანულის მიერ /h/ დაკარგვასთან. შესაბამისად, H გამოიყენება მრავალ გამოთქმის სისტემაში დიგრაფებში და ტრიგრაფებში, როგორიცაა ch ესპანურში და ინგლისურში /tʃ/, ფრანგულში /ʃ/ გამომდინარე /tʃ/-დან, იტალიურში /k/, გერმანულში /χ/.

ეგვიპტური იოროგლიფი
ღობე
პროტო-სემიტური
ħ
ფინიკიური
ħ
ეტრუსკული
H
ბერძნული
(H)eta
N24

კომპიუტერის კლავიატურაზე წარმოადგენს შემდეგი სიმბოლოების ერთობლიობას:

  • H —   Alt  +  0   0   7   2 
  • h —   Alt  +  0   1   0   4 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=H&oldid=4455619“-დან