საჭადრაკო ოლიმპიადა 1992
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1992}} |
7 - 25 ივნისი 1992 მანილა, ფილიპინები
სსრ კავშირის და იუგოლავიის დაშლამ ორი ძლიერი გუნდის ნაცვლად რამდენიმე ძლიერი გუნდი გააჩინა. განსაკუთრებით ეს ითქმის სსრ კავშირის ყოფილი რესპუბლიკების (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო და სხვა) მიმართ. ეს დაამტკიცა ტურნირის შედეგებმაც. პირველ თორმეტეულში ექვსი ყოფილი საბჭოთა და ორი იუგოსლავიური რესპუბლიკის ნაკრები მოხვდა (სერბებს გაეროს გადაწყვეტილებით ყველა შეჯიბრებაში აკრძლული ჰქონდათ თამაში).
რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ და ტურნირის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ ლიდერობა. კასპაროვმა და კომპანიამ საბოლოოდ ოთხქულიანი უპირატესობით მოიგეს ტურნირი. დიდი ბრძოლა გაჩაღდა საპრიზო ადგილებისათვის. ქართველებმა 4-0-ით დაიწყეს, მაგრამ მეორე ტურში მოულოდნელად დამარცხდნენ ბელგიელებთან (1,5-2,5). შემდეგ ქართველებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეცხრე ტურის წინ სუფთა მეორე ადგილზე იყვნენ. მეცხრე ტურში ჩვენების მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო. გია გიორგაძე დამარცხდა კრამნიკთან და მატჩიც რუსების გამარჯვებით დამთვრდა. ამან ეტყობა ცუდად იმოქმედა ქართველებზე და მომდევნო ტურში კიდევ უფრო მტკივნეული (და მოულოდნელი) მარცხი განიცადა უზბეკებთან (1-3). მართლია ქართველებმა ძალები მოიკრიბეს და მეთერთმეტე ტურში ქვა ქვაზე არ დატოვეს ფრანგებისაგან (3,5-0,5), მაგრამ ბოლოსწინა ტურში კვლავ სერიოზული მარცხი სომხებთან (1-3) და მედლებისათვის ბრძოლას ქართველები გამოეთიშნენ.
ბოლო ტურის წინ სომხებს 32,5 ქულა ჰქონდათ, უზბეკებს -32, ამერიკელებს, ხორვატებს და ისრაელის გუნდს - 31,5. უზბეკები ბოლო ტურში სწორედ ამ უკანასკნელებს შეხვდნენ, 3-1 დაამარცხეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. სომხებმა ვერ მოუგეს ლატვიელებს (ფრე 2-2) და მესამე ადგილით დაკმაყოფილდნენ. ქართველებმა ბოლო ტურში ბოსნიელები დაამარცხეს და მერვე ადგილზე დარჩნენ.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოჭადრაკეების უმეტესობა პირველად თამაშობდა ოლიმპიადაზე, თან დამოუკიდებლად თავიანთი ქვეყნის სახელით. ამიტომ მათ აშარად უჭირდათ სატურნირო სტრატეგიის შემუშავება და შემდეგ მისი დაცვა. ამიტომაც იყო ამ გუნდების თამაშში გარკვეული ჩავარდნები (ეს განსაკუთრებით ეხება უკრაინელებს და ქართველებს). საოლიმპიადო პრაქტიკის და გამოცდილების მიღების შემთხვევაში კი ამ გუნდების საერთო პოტენციალი აშკარად მეტის მიღწევის საშუალებას მისცემდა მათ.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 102 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
- 1 რუსეთი - 39
- 2 უზბეკეთი - 35
- 3 სომხეთი - 34,5
- 4 აშშ - 34
- 5 ლატვია - 33,5
- 6 ისლანდია - 33,5
- 7 ხორვატია - 33,5
- 8 საქართველო - 33
- 9 უკრაინა - 33
- 10 ინგლისი - 33
- 32,5 ქულა
- 11. ისრაელი, 12. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 13. გერმანია, 14. ჩეხოსლოვაკია, 15. შვეიცარია, 16. ჩინეთი,
- 32 ქულა
17. უნგრეთი, 18. შვედეთი, 19. ბულგარეთი, 20. კოლუმბია, 21. სლოვენია,
- 31,5 ქულა
22. ინდოეთი,
- 31 ქულა
23. ნიდერლანდები, 24. ლიეტუვა, 25. ესტონეთი, 26. პერუ, 27. საფრანგეთი, 28. ბრაზილია,
- 30,5 ქულა
29. იტალია, 30. თურქმენეთი, 31. ფილიპინები,
- 30 ქულა
32. პოლონეთი, 33. ნორვეგია, 34. არგენტინა, 35. მოლდოვა, 36. რუმინეთი, 37. თურქეთი,
- 29,5 ქულა
38. ყირგიზეთი, 39. საბერძნეთი, 40. ინდონეზია, 41. ესპანეთი, 42. ფილიპინები-3, 43. პორტუგალია, 44. ფილიპინები-2,
- 29 ქულა
45. ყაზახეთი, 46. ავსტრალია, 47. ავსტრია,
- 28,5 ქულა
48. დანია, 49. ფინეთი, 50. ბელგია, 51. მექსიკა, 52. სინგაპური, 53. ვიეტნამი, 54. კანადა,
- 28 ქულა
- 27,5 ქულა
57. ჩილე, 58. მონღოლეთი, 59. ანდორა 60. ბანგლადეში,
- 27 ქულა
61. ახალი ზელანდია, 62. პუერტო-რიკო, 63. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა,
- 26,5 ქულა
64. ეგვიპტე, 65. ფარერის კუნძულები, 66. ალჟირი, 67. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 68. შრი-ლანკა, 69. ლიბანი,
- 26 ქულა
70. პაკისტანი, 71. ლუქსემბურგი, 72. იაპონია, 73. ტაილანდი, 74. ანგოლა,
- 25,5 ქულა
75. უელსი, 76. ნიგერია, 77. მაროკო, 78. მალაიზია, 79. კატარი, 80. ნიკარაგუა, 81. სან-მარინო,
- 25 ქულა
82. ირლანდია, 83. უგანდა, 84. მავრიკი,
- 24,5 ქულა
85. ჰონგ-კონგი, 86. ბოტსვანა, 87. ნიდერლანდის ანტილები,
- 24 ქულა
88. კვიპროსი,
- 23,5 ქულა
89. ზიმბაბვე, 90. ლიხტენშტაინი,
- 23 ქულა
91. პაპუა-ახალი გვინეა, 92. მალტა,
- 22,5 ქულა
93. იამაიკა, 94. გერნსი- ჯერზი,
- 22 ქულა
- 21,5 ქულა
97. ამერიკის ვირჯინიის კუნძულები,
- 21 ქულა
98. პალესტინა,
- 20,5 ქულა
99. ფიჯი,
- 18 ქულა
100. ბერმუდის კუნძულები,
- 16 ქულა
101. სალვადორი,
- 14 ქულა
102. სეიშელის კუნძულები.
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარი კასპაროვი 8,5 (+7=3-0), ალექსანდრე ხალიფმანი 6 (+2=8-0), სერგეი დოლმატოვი 6 (+3=6-0), ალექსეი დრეევი 4 (+3=2-4), ვლადიმერ კრამნიკი 8,5 (+8=1-0), ალექსეი ვიჟმანავანი 6 (+3=6-0).
ვალერი ლოგინოვი 4 (+1=6-6), გრიგორი სერპერი 8,5 (+6=5-2), ალექსანდრე ნენაშევი 9,5 (+7=5-0), სერგეი ზაგრებელნი 8,5 (+7=3-1), მიხეილ სალტაევი 2(+2=0-1), საიდულა იულდაშევი 2,5 (+2=1-1).
რაფაელ ვაჰანიანი 6 (+1=10-1), ვლადიმერ აკოფიანი 8 (+5=6-1), სმბატ ლპუტიანი 11(+9=4-1), არტაშეს მინასიანი 7,5 (+6=3-3), არშაკ პეტროსიანი 1 (+0=2-1), აშოტ ანასტასიანი 1 (+1=0-2).
საქართველოს ნაკრების შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზურაბ აზმაიფარაშვილი 8,5 (+6=5-2), ელიზბარ უბილავა 3 (+1=4-3), ზურაბ სტურუა 7 (+2=10-0), გია გიორგაძე 8 (+6=4-3), გენადი ზაიჩიკი 4,5 (+4=1-1), ლაშა ჯანჯღავა 2 (+0=4-0).
საუკეთესო პერფორმანსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჭადრაკე | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ვლადიმირ კრამნიკი | რუსეთი | 2958 |
გარი კასპაროვი | რუსეთი | 2908 |
ჟოელ ლეიტიერი | საფრანგეთი | 2758 |
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
გარი კასპაროვი | რუსეთი | 8,5 | 10 | 85,0 |
ჰაინ იანგი | ჰონგ-კონგი | 10 | 12 | 83,3 |
ალა-ედინ მოისა | პალესტინა | 10,5 | 13 | 80,8 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ხაიმე ჟუნიო ნეტო | ბრაზილია | 8 | 10 | 80,0 |
სტიუარტ ფენსი | პაპუა-ახალი გვინეა | 8 | 10 | 80,0 |
ანტონიო ფერნანდესი | პორტუგალია | 7 | 9 | 77,8 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ალექსანდრე ნენაჩევი | უზბეკეთი | 9,5 | 12 | 79,2 |
სმბატ ლპუტიანი | სომხეთი | 11 | 14 | 78,6 |
ჟუან რეიესი | პერუ | 7,5 | 10 | 75,0 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
გუსტავო ზელაია | სალვადორი | 9 | 10 | 90,0 |
სერგეი ზაგრებელნი | უზბეკეთი | 8,5 | 11 | 77,3 |
ლეონ გოსტიცა | სლოვენია | 8,5 | 11 | 77,3 |
პირველი სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ვლადიმერ კრამნიკი | რუსეთი | 8,5 | 9 | 94,4 |
ერიკ გლორია | ფილიპინები-2 | 6 | 7 | 85,7 |
ჰანეს სტეფენსონი | ისლანდია | 7 | 9 | 77,8 |
მეორე სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ | პ | % |
---|---|---|---|---|
ოგნიენ კვიტანი | ხორვატია | 8 | 10 | 80,0 |
ჯულიან ჰოდსონი | ინგლისი | 6 | 8 | 75,0 |
ბაზარ ჰატანბაატარი | მონღოლეთი | 8 | 11 | 72,7 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|