2007
ათასწლეული: | II · III · IV |
საუკუნე: | XX · XXI · XXII |
წლები: | 2004 · 2005 · 2006 2007 2008 · 2009 · 2010 |
გრიგორიანული კალენდარი | 2007 MMVII |
იულიანური კალენდარი | 2006—2007 (14 იანვარიდან) |
იულიანური კალენდარი ბიზანტიურ ერასთან | 7515—7516 (14 სექტემბერიდან) |
ებრაული კალენდარი | 5767—5768 |
ისლამური კალენდარი | 1428—1429 |
ძველქართული კალენდარი | (21 მარტიდან) |
- სამყაროს შექმნიდან | 7610—7611 |
- ქრისტეს შობიდან | 2007 (ცზ) |
- ქორონიკონით | XIV მოქცევა და 163 (რჲგ) წელი |
ძველსომხური კალენდარი | 4499—4500 (11 აგვისტოდან) |
სომხური საეკლესიო კალენდარი | 1456 ԹՎ ՌՆԾԶ
|
ეთიოპური კალენდარი | 1999—2000 |
რომის დაარსებიდან | 2759—2760 (4 მაისიდან) |
ძველინდური კალენდარი | |
- ვიქრამ-სამვატი | 2063—2064 |
- შაკა სამვატი | 1929—1930 |
- კალი-იუგა | 5108—5109 |
ირანული კალენდარი | 1385—1386 |
ბუდისტური კალენდარი | 2550 |
იაპონური წელთაღრიცხვა | 19-й год Хэйсэй |
ჩინური კალენდარი | 4703—4704 丙戌 — 丁亥 წითელი ძაღლი — წითელი ღორი |
2007 (ორი ათას შვიდი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-7 წელი.
მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 იანვარი : ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანდნენ.
- 6 მარტი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა რიხტერის შკალით 6,9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა.
- 31 მარტი : საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- 7 ნოემბერი : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- დეკემბერი : ჩამოინგრა ხანძთის გუმბათი.
საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
- რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
- რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
- საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორის ხეობაში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
- საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეიქმნა, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
- 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
- საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
- აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
- აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.
ბიზნესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
- აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
- თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
- საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
- ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
- საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
- სასტუმროების ქსელების გიგანტები „კემპინსკი“ და „ჰაიატი“ თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას იწყებენ.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
- საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ძიუდოში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოში რამდენიმე მსხვილი სამუსიკო ვარსკვლავი ჩამოდის: მონსერატ კაბაიე, შაკირა, რიკი ე პოვერი, ჯო კოკერი.
- თეატრის აღორძინება: რუსთაველის თეატრში მრავალი ძველი თუ ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიხსნა. მარჯანიშვილის თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება განახლებული დარბაზებითა და სპექტაკლებით.
- ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი, დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ვაჟი, თენგიზ სუხიშვილი გარდაიცვალა.
- დებიუტი ევროვიზიის კონკურსში: მაისში სოფო ხალვაში პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ფინალში გასულმა სოფომ მე-12 ადგილი დაიჭირა.
დაიბადნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იანვარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივლისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგვისტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქტომბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდაიცვალნენ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იანვარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 30 იანვარი : სიდნეი შელდონი — ამერიკელი მწერალი
თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2 მარტი : ანრი ტრუაია — სომხური წარმოშობის ფრანგი მწერალი
- 6 მარტი : ჟან ბოდრიარი — ფრანგი ფილოსოფოსი
- 25 მარტი : ანდრანიკ მარგარიანი — სომხეთის პრემიერ-მინისტრი
- 25 მარტი : თენგიზ სუხიშვილი — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი
აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 23 აპრილი : ბორის ელცინი — რუსეთის პრეზიდენტი 1991-1999 წლებში
მაისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივნისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ივლისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგვისტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სექტემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 6 სექტემბერი : ლუჩანო პავაროტი — იტალიელი ტენორი
ოქტომბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოემბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 16 ნოემბერი : გოდერძი ჩოხელი — ქართველი მწერალი (დ. 1954)